logo_geo
eng_logo
დავით მარდალეიშვილი: ძალიან ცუდია, სალომე დეიდა, როდესაც საკუთარ ავტორიტეტს და იმიჯს ქვეყნის ავტორიტეტის ხარჯზე ქმნი!
- +

11 ივნისი. 2022. 11:42

 

 

იურისტი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 

„სალომემ ძალიან გაატრაკა უკვე: იტალიაში, მის საპატივცემულოდ, იტალიის პრეზიდენტის მიერ გამართულ ვახშამზე კალაძეს „წაეიაზვა“, - აქ უნდა ყოფილიყოო...

 

სალომე ზურაბიშვილო, რა გინდა, ბოლო-ბოლო?! გაიგო მთელმა მსოფლიომ, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში ხარ და საფუძველს იმზადებ, რომ დაბერდები, ევროპაში „დემოკრატის“ სახელით ჩასაბრძანებლად და სამუშაოდ.

 

კარგია, დღევანდელი დღით რომ არ ცხოვრობ და მომავალზე ზრუნავ, მაგრამ ჯერ სამშობლოს მომავალზე იფიქრე და მერე - საკუთარზე, ვალდებული ხარ, ასე გააკეთო, რადგან პრეზიდენტი ხარ, ამ ქვეყნის, რომელთანაც წინაპრების მეტი არაფერი გაკავშირებს. ქართული მენტალიტეტი, ქართული სული, ქართული ხასიათი, ქართველი ქალობა, ისევე შორსაა შენგან, როგორც NATO-ს პერსპექტივა საქართველოსგან.

 

არ ეკადრება პრეზიდენტს სიდედრივით ლაპარაკი და „იაზვობა“, რას ნიშნავს, „აქ უნდა ყოფილიყო?! მაშინ, ისიც განმარტე, რატომ არ არის?!

 

...მაგრამ როგორ განმარტავ?! ხომ არ იტყვი, კალაძეს საქმე აქვს და არ სცალია ჩემსავით ევროპაში საშტრიკინოდო?!

 

ძალიან ცუდია, სალომე დეიდა, როდესაც საკუთარ ავტორიტეტს და იმიჯს ქვეყნის ავტორიტეტის ხარჯზე ქმნი!

 

ისე, ჩვენში რომ დარჩეს, სიტყვაში ქართულ-იტალიურ ფეხბურთზე და „დინამო-„ნაპოლის“ მატჩში რამონ დიასის მიერ გატანილი გოლის ნაცვლად ფორე მოსულიშვილი რომ გეხსენებინა, ბევრად მოსაწონი იქნებოდა, - წერს დავით მარდალეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner