„ლევან ბერძენიშვილი დღეს მხოლოდ გოგიჩაიშვილს არ შეხებია."- ჟურნალისტი ირაკლი კორძაია „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას პასუხობს.
„ეს შეურაცხყოფაა რომელიც წინა რეჟიმთან ყველა აქტურ მებრძოლს ეხება. ყველას, ვინც კი კუდის ჯურღმულებში შეთითხნილი სვადასხვა ბრალდებით მოხვდა სააკაშვილის გულაგებში..."- აღნიშნავს ირაკლი კორძაია.
„უსუფაშვილს დაუყენეს გოგიჩაიშვილი როგორც ჩანს იმ მოტივით, რომ რადგან ბანდიტი და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება."- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.