logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ვეკითხები კელი დეგნანს!
- +

11 ივნისი. 2022. 14:36

 

 

ამას წინათ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა მოგვიწოდა, მოუსმინოთ ნინო ლომჯარიას, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველს. ხოდა  გუშინ მოუსმინე, მართალია წერილობითი ფორმით, თუმცა ყურადღებით. ამ ხალხის დამცველმა, საქათველოს პარლამენტის დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს შემდეგნაირად მიმართა საჯაროდ: - " რაა?! როგორ ბედავ!!!  და ასე შემდეგ. ანუ საკუთარი აზრის გამოთქმა აუკრძალა. მინდა ქალბატონ ელჩს ვკითხო, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, სახალხო დამხცველის შესაფერისი ქცევა და დასავლური ღირებულებები? გავაგრძელოთ ქალბატონი ლომჯარიას მოსმენა თუ სხვა ვინმეზე გადავერთოთ? დიდად დავალებული ვიქნები თუ თქვენს პასუხს მივიღებ.

 

პატივისცემით

 

გიორგი ხაინდრავა    

 

საქართველოს მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner