„ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან, რათა საბოლოოდ შეასრულოს დაპირება დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის თაობაზე“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას განაცხადა.
სკოპიეში გამოსვლისას შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მნიშვნელოვანი გახადა ევროპის ერთად დგომა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი დინამიკის შემოტანა. მე მხარს დავუჭერ, რომ შემდეგი ნაბიჯები განხორციელდეს“, – განაცხადა შოლცმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.