logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება უკვე ძალიან დაგვიანებულია, ახლა მას საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ
- +

11 ივნისი. 2022. 17:24

 

 

„რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება უკვე ძალიან, ძალიან დაგვიანებულია, ახლა მას საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„უკვე აღარ შეიძლება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება, დაგვიანებულია, ძალიან დაგვიანებული. ეს – პრევენციული სანქციები, როცა საჭირო იყო მათთან ყოველდღიური საუბარი, ფართომასშტაბიან შეჭრამდე უნდა გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი მანამდე უნდა გაკეთებულიყო. თქვენ თუ მხარს უჭერთ მშვიდობას, თქვენ მხარს უჭერთ უკრაინას. მხარს თუ უჭერთ ომს, მაშინ მუდმივ გაგებაში ხართ რუსეთის ფედერაციასთან. დღეს დაგვიანებულია ამაზე საუბარი – არაა საჭირო რუსეთის დამშვიდება. მათ ვერავინ, ვერანაირი სიტყვებით ვერ დაამშვიდებს – ეს პოლიტიკური თამაშია და მეტი არაფერი. ვფიქრობ, ახლა საჭიროა რუსეთის მმართველობას საკუთარი ადგილი მივუჩინოთ, საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner