logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე კანდიდატის სტატუსზე: ამას რთული და კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ სამივე ქვეყანას სტატუსს მოგვცემენ
- +

11 ივნისი. 2022. 21:00

 

 

ნიკოლოზ სამხარაძეს იმედი აქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუს სამივე ქვეყანა მიიღებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია.

 

„ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური საკითხი და ამას ასევე რთული კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება. როდესაც შეიკრიბება 27 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, დახურულ კარს მიღმა რა მოხდება ეს არის ყველაზე საინტერესო - ზოგი რა კომპრომისზე წავა, ზოგი რა დათმობაზე, რადგან 27 ქვეყნის შეჯერებული პოზიცია უნდა იყოს. 27 ქვეყნის შეჯერებული პოზიციის გამოტანა შეხვედრიდან ძალიან რთულია. მე, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ სამივე ქვეყანას სტატუსს მოგვცემენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ კანდიდატის სტატუსის მიღებას რაიმე პირობა მოჰყვება ეს იქნება რამე განსხვავებული პირობა, რომელიც არ წერია ასოცირების შეთანხმებაში ან ასოცირების დღის წესრიგში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner