logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ფოკუსირებული ვართ ყველა ძირითადი მიმართულებით, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემადგენელი ნაწილია
- +

11 ივნისი. 2022. 23:08

 

 

“ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ფოკუსირებული ვართ ყველა ძირითადი მიმართულებით, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემადგენელი ნაწილია. აქ ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე და როგორც არასდროს, ისე არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება,” - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ასევე ვსაუბრობთ ეკონომიკურ მიმართულებაზე. იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეც გვაქვს ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიზიტები იგეგმება უახლოეს პერიოდში. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საქართველოს როლზე სამხრეთ კავკასიაში, თბილისის პლატფორმაზე, კასპიური კორიდორის შემდეგომ განვითარებაზე, ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე. ასევე დემოკრატიულ რეფორმებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner