logo_geo
eng_logo
“გვარამია თუ გვიყურებს, მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად არის იქ, სადაც უნდა იყოს“
- +

11 ივნისი. 2022. 23:51

 

 

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ნიკა გვარამია ციხეში ბევრი დანაშაულისთვის ზის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.

 

„ის ვერ გათავისუფლდება. სანამ ყველა არ მოიხდის იმ სასჯელს, რაც უნდა მოიხადოს. პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც მისი გადასაწყვეტია და შემდეგ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, ყველა აგებს პასუხს.

 

შესაძლოა, პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია არ აქვს, ასევე არ აქვს თითქმის, არავითარი ფუნქცია ჩვენს საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში. ამიტომ, ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს.

 

ძალიან ბევრი დანაშაულისთვის ზის ციხეში თქვენი ბელადი, მიშა და ასევე ნიკა გვარამიაც ბევრი დანაშაულისთვის ზის ციხეში. ის თუ გვიყურებს, მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად არის იქ, სადაც უნდა იყოს“, – მიმართა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner