“უკრაინა ევროპისთვის დღეს წარმოადგენს ფარს და უკრაინა ამბობს, რატომ არ იხსნება მეორე ფრონტი? ეს აიტაცა ნაცმოძრაობამ თუ პირიქით არის, თუ ერთნი არიან და ამბობს, რომ მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს “- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას როგორც ნაცმოძრაობა მიყვება, ისე ის ხალხი, ვინც ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი.
„სულ ახლახან უკრაინა ამბობდა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს მათი ბავშვების სისხლში ურევიათ ხელი ვინაიდან არ დაკეტეს ცა რუსების გამანადგურებლებისთვის, რომ ისინი არასაკმარისად ეხმარებიან. ახლა გამოაცხადა ბაიდენმა რომ ჩვენ ვაფრთხილებდითო ზელენსკის, რომ ეს მოხდებოდა და მან ყურად არ იღოო ჩვენი განცხადება, სულ ახალი განცხადებებია. თქვენ წარმოიდგინეთ ამ სიტუაციაში პატარა საქართველო ოკუპირებული ნაწილით, ამდენი ხალხით, ამდენი სოციალური თემებით, პანდემია გადატანილი, ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინა რას წარმოადგენს ევროპისთვის.
უკრაინა ევროპისთვის დღეს წარმოადგენს ფარს და არა მარტო ჩვენს ინტერესებს იცავს რომ რუსეთთან იბრძვის. თუმცა, რა ვიცი, 2008-ში უშველებელი რაოდენობის იარაღი მივეცითო და ვიყიდეთ, საქართველოს 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა ის იარაღი, ვინმემ კი არ გვაჩუქა რამე. მაგრამ ფაქტი ნახეთ. უკრაინა არის ფარი და უკრაინა ამბობს, რომ მეორე ფრონტი რატომ არ იხსნება? ეს აიტაცა ნაცმოძრაობამ თუ პირიქით არის თუ ერთნი არიან და ამბობს, რომ მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ევროკავშირს მთლიანად, როდესაც ასეთი სერიოზული პრეტენზიებია დაყენებული მათ მიმართ რუსეთის მხრიდან, რასაკვირველია, ეს პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას როგორც „ნაცმოძრაობა“ მიყვება, ისე ის ხალხი, ვინც ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.