logo_geo
eng_logo
„შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება“ კინოთეატრებში
- +

11 აგვისტო. 2016. 15:37


არასოდეს დაფიქრებულხართ, რას აკეთებენ თქვენი საყვარელი შინაური ცხოველები, როდესაც სახლში არ ხართ? დიახ - მათ საიდუმლო ცხოვრება აქვთ. ფილმის პრემიერა 13 აგვისტოს შედგება. 


საოჯახო კომედია, რომლის რეჟისორები კრის რენაუდი და იაროუ ჩენეი არიან,  შინაური ცხოველების აქამდე უცნობ მხარეებს გვაცნობს.  მაწანწალა ძაღლი დუკი თბილ და ლამაზ სახლში მოხვდება, სადაც მას გათამამებული ძაღლი მაქსი ხვდება, მათ შორის ორთაბრძოლა იწყება, თუმცა ვინ იცის, იქნებ ისინი საუკეთსო მეგობრებიც კი გახდნენ.   


მთავარ პერსონაჟებს  ლუის სეკეი და ერიკ სტოუნსტრიტი ახმოვანებენ. ერიკ სტოუნსტრიტისათვის ‘'The Secret Life Of Pets''  რიგით პირველი ანიმაციური ფილმია, რომელსაც იგი ახმოვანებს. "მინიონების" შემქმნელების ახალ ნამუშევარს - ‘'The Secret Life Of Pets''  საქართველოში განსაკუთრებით ელიან, კინოთეატრებში მულტფილმის ნახვა თვის ბოლომდე შეგეძლებათ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner