გერმანული გაზეთი Bild am Sonntag-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსალოდნელი ვიზიტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად შედგება.
მათივე ცნობით, გერმანიის მთავრობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და ამის შესახებ Bild-მა ინფორმაცია უკრაინისა და საფრანგეთის სამთავრობო წრეებიდან მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, "დიდი შვიდეულის" სამიტამდე იქნება.