logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი ფესტივალს „ამო წალკაში“ დაესწრო
- +

12 ივნისი. 2022. 10:32

 

 

11 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა ფესტივალს „ამო წალკაში, რაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში  გაიმართა, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. 

 

ფესტივალს  საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დაესწრო, რომელმაც  ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების, აქტივობების  მნიშვნელობასა და წალკის მუნიციპალიტეტის მრავალფეროვნებას.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და ავღნიშნო, რომ მსგავსი ფესტივალების და ინიციატივების განხორციელება   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წალკის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა  და  ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის.

 

წალკის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნებრივი, ეკონომიკური და სოციალური მრავალფეროვნებით და პროექტი „ეს წალკაა“ დაწყების დღიდან ხელს უწყობს  ადგილობრივებივი  პოტენციალის განვითარებას . სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა კი, კიდევ უფრო აძლიერებს მსგავსი პროექტების მდგრადობას და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებას“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მეწარმეების, სტარტაპების, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებისა და მცირე ბიზნესების პროდუქტების/სერვისების გამოფენა-გაყიდვა. ამასთანავე, გაიმართა ახალგაზრდების საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ბავშვების მიერ დახატული ნახატების გამოფენა-გაყიდვა. გაყიდული ნახატებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.

 

ტურისტული თავგადასავლებით დაინტერესებული სტუმრები წალკის კანიონზე ორგანიზებულ ტურისტულ მარშრუტს შეუერთდნენ და წალკის ტურისტულ  პოტენციალს გაეცნენ.

 

ფესტივალის ბოლოს გაიმართა ლაივ კონცერტი  გიორგი სუხიტაშვილისა და გიორგი ცხადაძის შესრულებით.

 

ფესტივალის მიზანი წალკის მუნიციპალიტეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების, ადგილობრივი მეწარმეების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების, ორგანიზატორებისა და სხვა სტუმრების წალკაში, ერთ სივრცეში შეკრება და გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება იყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner