გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს, - ამის შესახებ ცნობას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტი საფრანგეთის პრეზიდენტთან და იტალიის პრემიერ მინისტრთან ერთად შედგება.
გამოცემის ცნობით, ვიზიტი სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე გაიმართება.