„სწრაფი კვების რუსულმა ქსელმა Sistema PBO-მ, რომელმაც ქვეყანაში McDonald's უნდა ჩაანაცვლოს, საკუთარი ლოგო გამოაქვეყნა“, - წერს BBC.
კომპანია განმარტავს, რომ ლოგოზე ასახული წრე და ორი ხაზი ბურგერსა და ორ ე.წ. ფრის ასახავს.
McDonald's-ის პირველი რესტორანი მოსკოვში 1990 წლის იანვარში გაიხსნა. უკრაინაში ომის დაწყების გამო, კომპანიამ რუსული ბაზარი დატოვა.