„უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება გააძლიერებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროკავშირს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში.
„დიდი დიპლომატიური მარათონის დასკვნითი ეტაპი, რომელიც კვირა-ნახევარში უნდა დასრულდეს, დაიწყო. ამ მარათონში ჩვენ რეალურად ვართ ევროკავშირთან ერთად - ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს. დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსზე მალე მივიღებთ პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი“, - აცხადებს ზელენსკი.