საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს „ზიარატა ეზიდის" - თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს რეგიონული მნიშვნელობის ტაძრის, ,,ზიარატა ეზიდის" - თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს და ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას.
ჩვენი ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრე და მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია“, - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი.