logo_geo
eng_logo
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
- +

12 ივნისი. 2022. 15:39

 

 

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

დანაშაული 5 დამ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების ცნობით, ბაქარ მჟავანაძე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა. მოლარეს თანხა მოსთხოვა და მძევლების აყვანაც სცადა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი გაიქცა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

 

დაკავებულმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალი აბსურდულია, თუმცა დამატებით განმარტება არ გაუკეთებია.

 

ის, სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოსთან ერთად, ელექტრონულს მონიტორინგაც სთავაზობდა.

 

შემდეგი პროცესი 2 აგვისტოს ჩაინიშნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner