ბათუმში, კობალაძის ქუჩის 16 ნომერში მშენებარე კორპუსიდან გამოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს თავში დაეცა.
დაშავებული კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
სავარაუდოდ, შემთხვევა მშენებლობაზე, რომელსაც კომპანია DS Group ახორციელებს, უსაფრთხოების ნომრების დარღვევამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.