logo_geo
eng_logo
სპეციალური საგამოძიებო სამსახური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

12 ივნისი. 2022. 18:19

 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.

 

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2022 წლის 12 ივნისს დაიწყო.

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა, საბუღალტრო ოფისის მიღმა ტერიტორიაზე - შენობის სადარბაზოში განათავსა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენასთან და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner