logo_geo
eng_logo
ირაკლი რუხაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ვერ იტანენ დამოუკიდებელ მედიას, რომელსაც სააშკარაოზე გამოაქვს ის, რასაც ისინი აკეთებდნენ და მუდმივად აკეთებენ
- +

12 ივნისი. 2022. 21:05

რაიმე შესაძლებლობა თუ მიეცემათ, ცდილობენ, ჩემ წინააღმდეგ გაილაშქრონ. ეს მხოლოდ „იმედის“ გამოა. სხვაგვარად მე არანაირი შეხება მათთან არ მაქვს, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ „დროას“ ლიდერზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ელენე ხოშტარიას სამივე ბრალდება აბსურდულია.

„შემთხვევითი არ არის, რომ სამი ბრალდებიდან ერთ-ერთი „იმედს“ ეხება, რომ ის „იმედის“ მფლობელია. „ერთხელ ამ ხალხმა ეს „იმედი“ წაგვართვა, დახურა, დაანგრია და მრავალი წელი მათ ხელში იყო. ახლა ეს ბერკეტები რომ ხელთ აღარ აქვთ, იგივე შედეგის მიღწევას სხვა გზებით ცდილობენ.

ვერ იტანენ დამოუკიდებელ მედიას, ვერ იტანენ მედიას, რომელსაც სააშკარაოზე გამოაქვს ის, რასაც ისინი აკეთებდნენ და მუდმივად აკეთებენ. რაიმე შესაძლებლობა თუ მიეცემათ, ცდილობენ, ჩემს წინააღმდეგ გაილაშქრონ. ეს მხოლოდ „იმედის“ გამოა. სხვაგვარად მე არანაირი შეხება მათთან არ მაქვს. ტელევიზია, თუ ის მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქებს, თავისთავად ბრალდებაა და ამის გამო ადამიანი უნდა დაისაჯოს. ამ „ბრალდებას“ ვეთანხმები. ვარ ტელევიზიის მფლობელი. ძალიანაც მეამაყება, რომ ამ ტელევიზიის მფლობელი ვარ. დიდი მადლობა თქვენ, რომ ასე კარგად მუშაობთ.

ის, რომ ქართულ საბანკო სექტორს ვაკონტროლებ, სისულელეა! მე ვარ ერთ-ერთი თანამფლობელი „ლიბერთი ბანკის“ - საბაზრო წილი 5%-ია. ამიტომ, ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკონტროლებთ. „საქართველოს ბანკი“ და თიბისი 8-ჯერ დიდია ჩვენზე და მათ როგორ გავაკონტროლებთ, არ ვიცი და საერთოდ, საბანკო სექტორს აკონტროლებს რეგულატორი, რომელიც არის ეროვნული ბანკი. ჩვენ არაფერს არ ვაკონტროლებთ და ეს აბსურდია! მარტივად საჩვენებელია, თითიდან გამოწოვილი. სხვა არაფრის თქმა არ შეეძლო და ეს თქვა.

კიდევ უფრო აბსურდულია, რომ ჩვენ რატომღაც, სანქციების წინააღმდეგი ვართ. არათუ წინააღმდეგი ვარ, ჩვენ რასაც კანონი გვავალდებულებს, ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა რუხაძემ.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების სანქცირებას ითხოვს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner