logo_geo
eng_logo
2007 წელს კოლექტიურმა ელენე ხოშტარიებმა, ნიკა გვარამიებმა და მიხეილ სააკაშვილებმა მიწასთან გაასწორეს არხი, რომელიც მათ რეალურ სახეს აჩვენებდა მაყურებელს - ირაკლი ჩიხლაძის პასუხი ელენე ხოშტარიას
- +

12 ივნისი. 2022. 21:31

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ირაკლი ჩიხლაძე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას პასუხობს. ამ თემაზე მან „იმედის კვირაში“ ისაუბრა. ჩიხლაძე 2007 წელს „იმედის“ დარბევას იხსენიებს და ამბობს, რომ მაშინ კოლექტიურმა ხოშტარიებმა, გვარამიებმად სააკაშვილებმა მიწასთან გაასწორეს არხი, რომელიც მათ რეალურ სახეს აჩვენებდა მაყურებელს.

„იმედი“ რადიკალური ოპოზიციის მთავარი სამიზნეა - წაგებული ომის მინისტრის კეზერაშვილის ე.წ. კარის პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი დამფინანსებლის რუსული კავშირები არ გამჟღავნდეს. თუ ვინმე ამაზე ღიად საუბრობს „ტელეიმედია“ და სწორედ ამიტომ ელენე ხოშტარია, რომლის პირდაპირი დამფინანსებელიც კეზერაშვილია, მოითხოვს „იმედის“ დასანქცირებას - მან დასასანქცირებელ პირთა სიაში „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შეიყვანა. ხოშტარია ამბობს, რომ ირაკლი რუხაძე, გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ, „იმედს“, GDS-სა და „მაესტროს“, ის ღიად ეწინააღმდეგება მათ შორის სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ერთ-ერთი ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი“ - რეალურად ხოშტარიას ამ დიდ და სამარცხვინო ტყუილში მხოლოდ ერთი სურვილი იკვეთება - როგორმე გაანადგურონ „იმედი“.

ელენე ხოშტარია როცა ახსენებს ირაკლი რუხაძეს, „ტელეიმედის“ მფლობელს, გულისხმობს „ტელეიმედს“. ელენე ხოშტარია როცა საუბრობს რუხაძის სანქცირებაზე, სინამდვილეში გულისხმობს „იმედის“ გაქრობას. რატომ „იმედის“? იმიტომ რომ 2007 წელს, სწორედ კოლექტიურმა ელენე ხოშტარიებმა, ნიკა გვარამიებმა და მიხეილ სააკაშვილებმა მიწასთან გაასწორეს არხი, რომელიც მათ რეალურ სახეს აჩვენებდა მაყურებელს. მათთვის ხომ მედიას ზუსტად ის ფასი აქვს, როგორც გამოიყურება მათ მიერ კონტროლირებადი არხები დღეს, სიძულვილის ენით, ყალბი ამბებით და ანტისახელმწიფოებრივი პათოსით გაჟღენთილი.

რადიკალების ოცნება ვერ ასრულდება, „იმედი“ არასოდეს დადუმდება და ვერასოდეს შეძლებენ ამ არხის კონტროლს. გულწრფელად გეტყვით, პოლიტიკოსებს შორის სრულიად სახედაკარგული დაპირისპირება, ერთმანეთის მიმართ ზიზღით გაჟღენთილი დებატები და შეურაცხყოფა საერთოდ არ მაინტერესებს! არ მადარდებს თქვენს მოედანზე რაც ხდება - ამაში თავად გაერკვევით. მე მაფიქრებს ის საშიში ტენდენცია, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს გახდა ხილული და ამ დრომდე არსად გამქრალა - რადიკალები ამ წუთებშიც მხოლოდ "იმედის" დადუმებაზეოცნებობენ და ვერ აცნობიერებენ, რომ „იმედი“ არ არის არც მხოლოდ შენობა, არც მხოლოდ სტუდია, არც სიხშირე და არც რაიმე საგანი - „იმედი“ არის ადამიანი, ამ არხის თითოეული თანამშრომელი, ამ არხის თითოეული მაყურებელი და ვერავინ ვერასოდეს გაბედავს „იმედის“ კიდევ ერთხელ დადუმებას - აქ იმედია და უკეთესი მომავლის იმედს რადიკალები ვეღარასოდეს წაართმევთ ევროპისკენ მიმავალ საქართველოს. ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ვერასოდეს დაემუქრება საფრთხე. ეს ყველაფერი 2012 წელს დასრულდა!“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner