logo_geo
eng_logo
ედგარს რინკევიჩი: მე ვკითხულობ-რა განსხვავებაა კანდიდატობასა და პოტენციურ კანდიდატობას შორის, ხომ არ მოვიგონოთ არათუ პოტენციური, არამედ პოტენციური და კიდევ უფრო პოტენციური კანდიდატობა
- +

12 ივნისი. 2022. 21:38

ევროკავშირში ინტენსიური დებატები მიმდინარეობს. არის იდეა ე.წ გაფართოებული ევროპის შესახებ და ზუსტად არ ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს. არის მსჯელობა ე.წ. პოტენციურ კანდიდატობაზე. მე ვკითხულობ-რა განსხვავებაა კანდიდატობასა და პოტენციურ კანდიდატობას შორის. ხომ არ მოვიგონოთ არათუ პოტენციური, არამედ პოტენციური და კიდევ უფრო პოტენციური კანდიდატობა. ჩემი აზრით, სიტუაცია არ უნდა გავართულოთ, - ამის შესახებ „იმედია კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, უპრიანია ვისაუბროთ უფრო საგზაო რუკაზე, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვეს. ღრმად მწამს და მჯერა, რომ არ უნდა გამოვიგონოთ ისეთი რაც, რასაც ვერც ევროკავშირში გავიგებთ და ვერც ევროკავშირის გარეთ მყოფი პარტნიორები გაიგებენ. მე მაინც მჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება მართებული გადაწყვეტილება. ამით ვადასტურებთ სოლიდარობას და ვდებთ საგზაო რუკას. ჩემი ევროპელი კოლეგებისგან მესმის, თუ ჩვენ მივანიჭებთ დღეს ასოცირებულებს კანდიდატის სტატუსს, მაშინ ისინი წევრობასაც მალე მოითხოვენ. ხომ იცით, რომ ნებისმიერი კანდიდატისთვის ძალიან ბევრი სამუშაო ჩასატარებელი წევრობისთვის. ვერცერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივიდან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან უახლოეს მომავალში წევრობას ვერ მიიღებს. ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს წაახალისებს რეფორმებს“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner