logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება, მას ინსტიტუციურად და ორგანიზაციულად ძლიერი პარლამენტი დახვდეს
- +

12 ივნისი. 2022. 21:39

შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პარლამენტის ინსტიტუტის გაძლიერებას მიიჩნევს. ამ თემაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„პარლამენტის, როგორც ორგანიზაციის გაძლიერება. მისი აპარატის, მისი პროცესების, რომლებიც თავად პარლამენტში არის, იმისთვის რომ თავად პარლამენტი, დეპუტატი იყოს ძლიერი, მის უკან აპარატი უნდა იყოს ძლიერი. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2024 წლისთვის, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება, მას დახვდეს ინსტიტუციურად და ორგანიზაციულად ძლიერი პარლამენტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner