logo_geo
eng_logo
ედგარს რინკევიჩი: უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება ერთადერთი ყველაზე არსებითი, ეფექტიანი და მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს
- +

12 ივნისი. 2022. 21:42

სანქციებთან ერთად, უნდა ვიმსჯელოთ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებაზე, რადგან ეს არის ერთადერთი ყველაზე არსებითი, ეფექტიანი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს, - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.

რინკევიჩმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„უკრაინამ მიიღო და უკრაინა იღებს სამხედრო მარაგებს. უკრაინას ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი გადაეცა. ამ საკითხს ასე უნდა შევხედოთ. დღეს ომია. ომში ძალიან დიდი რაოდენობით იარაღია საჭირო. შენ ანადგურებ მტერს, ანადგურებ მტრის ტანკებსა და ყოველდღიურად უფრო მეტი გჭირდება. ევროკავშირისა და ნატოს წევრებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. ლატვიამაც მიაწოდა და აწვდის უკრაინას იარაღს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს ომი ჩვენგან უფრო მეტს მოითხოვს. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს ყველა ერთად და ინდივიდუალურად უკრაინის დასახმარებლად.

ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მარტში და აპრილში საბჭოთა კავშირია დროს წარმოებული სამხედრო იარაღი გადავეცით უკრაინას და ეს იარაღი უკრაინელებს მაშინვე შეეძლოთ გამოეყენებინათ. ახლა ყველამ ვიცით, რომ უკრაინას სჭირდება უფრო მეტი იარაღი, რომელიც დასავლეთშია წარმოებული.

დასავლეთში წარმოებული იარაღი მოითხოვს უკრაინელი ჯარისკაცების ტრენინგსა და გადამზადებას. ასეთი სისტემები უკვე გადაეცა უკრაინას და ომში მყოფი ქვეყანა მათ გამოიყენებს, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი. სანქციებთან ერთად, უნდა ვიმსჯელოთ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებაზე, რადგან ეს არის ერთადერთი ყველაზე არსებითი, ეფექტიანი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner