საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში მეოთხე ტურის შეხვედრაში ბულგარეთის გუნდთან ფრედ ითამაშა. შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა და ანგარიშით 0-0 დასრულდა.
შედეგად, 4 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია. გუნდმა ოთხი შეხვედრიდან 3 მოიგო და 10 ქულა დააგროვა.