ახალი სპორტის სასახლე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. ქართველი ხელოვანები და უკრაინელი ვარსკვლავი სცენაზე ომში დაზარალებული უკრაინელების დახმარების სურვილით გაერთიანდნენ.
კონცერტი, რომელიც ტელეკომპანია იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ფონდის „გადავარჩინოთ უკრაინა“ ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. იგი უკრაინელმა მომღერალმა ოლია პოლიაკოვამ დახურა. თუმცა, კონცერტამდე ეთერში სულ სხვა ანონსი გადიოდა.
საქველმოქმედო კონცერტზე საქართველოში უკრაინელი სუპერ ვარსკვლავები ტინა კაროლი, პოპ მომღერალი ნადია დოროფეევა, უკრაინული ბენდი კაზკა, ალინა პაში, უკრაინელი მომღერალი და კომპოზიტორი მონატიკი და ტელეწამყვანი მაშა ეფრასინინა უნდა ჩამოსულიყვნენ.
დეტალები კონცერტამდე ერთი თვით ადრე შეთანხმდა. მოულოდნელად, უკრაინელმა სუპერ ვარსკვლავებმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, რაც ორგანიზატორებისთვის უცნაური და მოულოდნელი იყო.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა შეტყობინებების ვრცელი ტექსტი რუსულად, რომელიც რამდენიმე მომღერლის პროდიუსერს დაეგზავნა და რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, ტელეკომპანია „იმედი“ იყო.
დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.