logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადა
- +

13 ივნისი. 2022. 00:18

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა, სადაც პირდაპირ დინამო არენიდან მივიდა, სადაც საქართველოსა და ბულგარეთის თამაშს ესწრებოდა.

„არაჩვეულებრივი 10 დღე იყო - 3 გამარჯვება, 1 ფრე. პრაქტიკულად წინასწარ თითქმის განაღდებული გვაქვს ჯგუფში პირველი ადგილი. სავსე ტრიბუნები არის ის, რაც დიდი ხანია არ გვინახავს და ეს პირველ რიგში ბიჭების დამსახურებაა. გარდა იმისა, რომ პროფესიონალები არიან, კარგად თამაშობენ, ჩანს პატრიოტიზმი და გუნდურობა მათ თამაშებში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაჩვეულებრივი მწვრთნელია ვილი სანიოლი, რომლის ხელწერა აშკარად ჩანს ამ გამარჯვებებში. ფედერაციას აქვს არაჩვეულებრივი ხაზი. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივი 10 დღისთვის, გამარჯვებებისთვის და პირველი ადგილისთვის, რომელიც დამსახურებულია“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული გუნდების შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner