logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, მთავარია, ევროკავშირის გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია
- +

13 ივნისი. 2022. 00:19

ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, ეს ჩვენი მხრიდან მძიმე რეაქციას გამოიწვევს, ვგულისხმობ განწყობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან კომენტარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გააკეთა.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში გვეკუთვნის. ერთი რომ გვეკუთვნის და მეორე, რომ გვეკუთვნის უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად. ეს არის რეალობა. ეს არის მოცემულობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთავარია, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია, თავისი სხვადასხვა პუნქტით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner