logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენს მიერ შევსებული კითხვარის ხარისხი რომ ავიღოთ, უკრაინულთან და მოლდოვურთან შედარებით, ძალიან დიდი განსხვავებაა
- +

13 ივნისი. 2022. 00:22

ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა ჩვენი განაცხადი ყოფილიყო წარმატებული. თუ ვინმე არის სუბიექტურად დაინტერესებული ამ განაცხადის წარმატებაში, ეს არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება და პირიქით ვხედავთ საპირისპირო ინტერესს და ამ ინტერესის უკან რა დგას, ამასაც ვერ მალავენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კითხვარი სათანადოდ მომზადებულიყო.

„ჩვენს მიერ შევსებული კითხვარის ხარისხი რომ ავიღოთ, უკრაინულთან და მოლდოვურთან შედარებით, ძალიან დიდი განსხვავებაა. თვითონ შევსების ხარისხშიც კი, შინაარსზე არაფერს ვამბობთ, ცალკე თემაა. შინაარსობრივად ბევრად წინ ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას ყველა კუთხით, მაგრამ თავად კითხვარის შევსების ხარისხი ბერად უფრო მაღალი იყო ჩვენს შემთხვევაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. პრემიერის ხელმძღვანელობით წარიმართა ეს პროცესი და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კითხვარი შევსებული ყოფილიყო ძალიან მაღალ დონეზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა პრემიერის დონეზე არაერთი ვიზიტი შედგა, მათ შორის ბრიუსელში, ასევე, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner