შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კილომეტრზე (შავღელე), ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივადაააღდგენილი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.