logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: რომ ვთქვა, არ ველოდებოდი „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას, გულწრფელი არ ვიქნები...
- +

16 აგვისტო. 2016. 23:06


მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, მტაწმინდაზე ზურაბიშვილს კანდიდატი არ დაუპირისპიროს, ასე აფასებს:


 

„რომ ვთქვა, არ ველოდებოდი ოცნების გადაწყვეტილებას, მაშინ თქვენთან მთლად გულწრფელი არ ვიქნებოდი ... იმის შემდეგ რაც ჩემი გეგმები გავუზიარე პრემიერს, ასეთ გადაწყვეტილების იმედიც და მოლოდინიც მქონდა , თუნდაც მარტივ ლოგიკიდან გამომდინრე და სწორ გათვლის შედეგად. თუმცა გარანტია არ არსებობდა იმისი, რომ ოცნება თავისი ალტერნატიულ კანდიდატურას არ დააყენებდა პირველივე ტურზე, როგორც ბუნებრივია პარტიულ ცხოვრებაში.

 

პრემიერის განცხადებით ძალიან გახარებული დავრჩი და არა მხოლოდ ჩემი პირადი მიზნებიდან გამომდინარე.

 

ასეთი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში: პარტია დამოუკიდებელ და ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკულ და ყოველთვის თავისუფალ პიროვნებას " უთმობდეს" ბრძოლის ველს, ნამდვილად სიახლეა ქართულ ცნობიერებაში და აქამდე დამკვიდრებულ პოსტ საბჭოთა ცნობირებაში.

მეორე უმნიშვნელოვანესი ფაკტორი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნაბიჯის გამართლება მე კი არ ვარ და ჩემი წარსული თუ გამოცდილება, არამედ ქართული ემიგრაცია. ძალიან ვამაყომ იმით, რომ მის წარმომადგენლად ასეთი ფორმით მაღიარეს .... პირველად ამ ნაბიჯით ემიგრაციის ინტერესების, უფლებების და პოლიტიკური წონის აღიარება მოხდა, სხვა პარტიების სრულ დუმილის ფონზე.

 

ესეთი სრულიად ახალი მიდგომა ჩემთის დამაიმედებელია და ამავდროულად ყველაზე საპასუხისგებლო."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner