logo_geo
eng_logo
მედია: ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინაში 16 ივნისს ჩავლენ
- +

13 ივნისი. 2022. 12:11

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი უკრაინას 16 ივნისს ეწვევიან, - ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Stampa იტყობინება.

 

ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტებამდე შედგება. მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ ხაზი გაუსვან ევროკავშირის სამი უდიდესი ქვეყნის მხარდაჭერას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.

 

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ეწვევიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner