logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვისურვებდი, რომ „ბეგის“ ქანდაკების გარშემო იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული და წარმატება
- +

13 ივნისი. 2022. 13:04

 

 

„ვისურვებდი, რომ „ბეგის“ ქანდაკების გარშემო იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული და წარმატება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ნათელში იყოს 13 ივნისს ყველა გარდაცვლილის სული. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. ნაწილობრივ სასიამოვნოა დღევანდელი დღე იმ თვალსაზრისით, რომ ჩემს უკან ხედავთ ბეჰემოთის ქანდაკებას, რომელიც იმ რთულ დილას ქალაქში დინჯად დააბიჯებდა, იმ ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება განთავსებულიყო მზიურის პარკში. ვისურვებდი, რომ ბეგის ქანდაკების გარშემო იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება, წარმატება და სულ ძლიერება ჰქონდეს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებსა და თითოეულ ჩვენ მოქალაქეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღეს 13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზოუკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner