logo_geo
eng_logo
ქრისტინე იმედაძე: „აქ ვერ უშველიან“ -რომ აღარ გავიგოთ არ შეიძლება?!
- +

16 აგვისტო. 2016. 23:14


ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე საქართველოში არსებული მედიცინის დონეზე განცხადებას ავრცელებს:



„არ შეიძლება ერთი ისეთი კლინიკა თურქეთში რომ არის, თბილისშიც გვქონდეს?!

 

ამხელა თანხა ჯდება ჯერ მარტო გადაფრენა! მერე მკურნალობა! ამდენი სამწუხარო ამბავი გვესმის... ნუთუ ასეთი რთულია ჩვენი ექიმების გუნდი წავიდეს ტრეინინგზე... აქაც მოვიწვიოთ "ის ვიღაც ჯადოქარი" ექიმები... სულ გვესმის, რომ ვიღაცას გადაფრენა ესაჭიროება! რატომ?! რატომ ვერ განვითარდა ჩვენი ქვეყნის მედიცინა? იქნებ ჩვენც შეგვიძლია სასწაულების მოხდენა?! ასეთ შემთხვევაში ხომ ნაკლები თანხა ექნება ავადმყოფის ოჯახს მოსაგროვებელი?! ასეთ დროს ყველანი ვცდილობთ მივიღოთ მონაწილეობა ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაში და ეს ძალიან კარგია! მაგრამ იქნებ შეიძლება ისე მოხდეს,რომ მეტ ადამიანს ქონდეს საშუალება "გადარჩეს" ან თუნდაც გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა! ეს სიტყვები -"აქ ვერ უშველიან" -რომ აღარ გავიგოთ არ შეიძლება?!

 

ისიც ვიცით რომ ჩვენი ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ თუმცა ბოლოს მაინც -თურქეთი ან კიდევ სხვა მისამართი ხდება გარდაუვალი... იქნებ ოდესმე "ჩვენც " გავხდეთ ასეთი "მისამართი"- წერს იმედაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner