logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩემო მეგობრებო და არაკეთილმოსურნეებო!
- +

16 აგვისტო. 2016. 23:14


გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" კობა კობალაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



„ჩემო მეგობრებო და არაკეთილმოსურნეებო! მინდა ყველას გადაგიხადოთ მადლობა ვინც გლდანის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნებიდან" დასახელება მომილოცეთ.

 

იყო შენი ქვეყნის რჩეული უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უპირველეს ყოვლისა უდიდესი პასუხისმგებლობაა საკუთარი სამშობლოს, ერისა და საზოგადოების წინაშე. წინ დაძაბული საარჩევნო მარათონი გველის. ჩემი განვლილი გზა სახელმწიფოსა და ერის სამსახურს მივუძღვენი და ასე ვაპირებ სიცოცხლის ბოლომდე. სხვა უფლება არ გამაჩნია, თუმცა ამ მსახურებას ვერაფრით შევძლებ თანამოაზრეების და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ერთად უნდა ვაჯობოთ საკუთარ თავს და სამშობლოს მსახურებაში დავიხარჯოთ ბოლომდე.

 

თუ მე პატივი მხვდა წილად ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემი სახით გეყოლებათ ლობისტი საქართველოს პარლამენტში მიუხედავად იმისა, ვინ მომცემს ხმას და ვინ არა. საზოგადოება არ შეიძლება დაიყოს ჩვენიანებად და სხვისიანებათ. საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორად არის უფლებამოსილი მოითხოვოს პარლამენტისგან იზრუნოს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. საკმაოდ ნიშანდობლივია ის, რომ მე იმავე ოლქში ვიყრი კენჭს, სადაც მქონდა პატივი ვყოფილიყავი დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და ჩემთვის სიღრმისეულად არის ნაცნობი ამ ოლქის პრობლემატიკა. ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან უფრო მეტი შესაძლებლობა გამიჩნდება ამ პრობლემატიკის გადაჭრის გზების საპოვნელად და მის განსახორციელებლად.

 

ამავდროულად ჩემი პრიორიტეტული ამოცანები პარლამენტში, როგორც უმაღლესი რანგის თადარგის ოფიცერი, იქნება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივების ლობირება, სამხედრო მოსამსახურეების ბრძოლისუნარიანობის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა და მისი ლობირება. მხოლოდ ერთად ყოფნით თუ შევძლებთ საქმის კეთებას.

 

სამშობლო არჩევანი არ არის. იგი ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია და სხვა უფლება არ გვაქვს თუ არა გვიყვარდეს, ვემსახუროთ და ვიზრუნოთ მის კეთილ მომავალზე."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner