logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მიუხედავად იმისა, თუ რა გაშმაგებით იბრძვის ეს საერთაშორისო „მეტასტაზა“ ხან ჩვენი ომში ჩათრევის, ხან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზით - ეს გზა ჩვენთვის არის გამორიცხული
- +

13 ივნისი. 2022. 15:07

 

 

„დღეს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ სოროსეულ/აკერმანისეულ მძევლობაში - ნულის ტოლია. რა თქმა უნდა ამ მძევლობაში თავის შეყოფა, არანაირად არ აწყობს საქართველოს, რომელიც ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე ამ მძევლობიდან გამოვიდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და რა თქმა უნდა უკან დაბრუნება მისთვის გამორიცხულია“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„მსოფლიო მართლწესრიგის მოძველებული, მახინჯი და თვითლიკვიდაციისაკენ მიმართული კონტურები უკვე მკაფიოდ გამოაშკარავდა, ხოლო ახალი არქიტექტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რომლის თვითმხილველი და მონაწილე - საქართველოც არის. დავოსში ჩატარებულმა ფორუმმა ამ მიმდინარე პროცესების საწინააღმდეგო პოლუსებზე მყოფი ორი ლამის ასწლოვანი „მასტოდონტი“ - ჯორჯ სოროსი და ჰენრი კისინჯერი კიდევ ერთხელ დაუპირისპირა ერთმანეთს. აქედან ეს პირველი - დამანგრეველი, მცირევადიანი ეფექტის მქონე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაუვალი დამარცხებისკენ განწირული იდეოლოგიის პოლიტიკურ იარაღად გადაქცევის ავტორია, რომლის პროექტები: სერბიაში, ბოლივიაში, საქართველოში, ბელარუსსა და უკრაინაში, მართალია, გარდამავალი შუალედური „წარმატებით“ და ამ ქვეყნებში ამა თუ იმ მასშტაბის ტრაგედიების გამოწვევით, მაგრამ მაინც კრახით დაგვამახსოვრეს თავი.

 

ერთ-ერთი უკანასკნელი - ამჟამად უკრაინაში ვითარდება. დღეს ამ იარაღის მძევლობის ქვეშ იმყოფება აშშ-ს მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთარ ქვეყანაში ამ ძალის მიერ ხელისუფლების უზურპაციას. დღეს ამ ძალების მძევლობის ქვეშ არის აყვანილი ევროკავშირის დიდი ნაწილი, რისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მკაფიო გამოხატულება იყო საქართველოსთან მიმართებაში მიღებული რეზოლუცია, როდესაც პოლიტიკური გათვლა, პრაგმატიზმი და მიზანშეწონილობა ზვარაკად იქნა შეწირული ამ მახინჯი, რეალ-პოლიტიკისაგან დაშორებული, იდეოლოგიური „გველეშაპის“ სასარგებლოდ. დღეს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ სოროსეულ/აკერმანისეულ მძევლობაში - ნულის ტოლია. ამ მძევლობიდან გათავისუფლებას დღეს მოულოდნელად ელის ამერიკის საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ამ მძევლობიდან გამოსვლა - ევროპის სასიცოცხლო ინტერესებში შედის და ამისკენ მოუწოდებს ფაქტობრივად EU-ს რომის პაპი ფრანცისკი.

 

და რა თქმა უნდა, ამ მძევლობაში თავის შეყოფა, არანაირად არ აწყობს საქართველოს, რომელიც ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე ამ მძევლობიდან გამოვიდა 2012 წლის 1-წლ ოქტომბერს და, რა თქმა უნდა, უკან დაბრუნება მისთვის გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, თუ რა გაშმაგებით იბრძვის ამისთვის ეს საერთაშორისო „მეტასტაზა“ - ხან ჩვენი ომში ჩათრევის, ხან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზით - ეს გზა ჩვენთვის არის გამორიცხული! მაგრამ, მინდა ამერიკელი და ევროპელი „მძევლები“ და ჩვენი სიტუაციური ძმებიც ვანუგეშო - მსოფლიო ახალი მართლწესრიგი სულ მალე ჩაანაცვლებს ამ სიმახინჯეს, სწორედ ამაზე საუბრობდა დავოსში 100 წლის ბრძენი კისინჯერი, ხოლო ჩვენ აქ, საქართველოში ამის შესახებ სულ სხვა, გაცილებით უფრო სანდო, ზეციური წყაროებიდან ვიცით“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner