logo_geo
eng_logo
13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა
- +

13 ივნისი. 2022. 15:09

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმოამდგენლებმა 13/14 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ძლიერმა წვიმამ, მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა_სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 პიროვნება კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის 600-ზე მეტი ბინადარი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართული საზოგადოების გვერდით იდგნენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდობის ერთიანობა, რომელთაც კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითი აჩვენეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner