logo_geo
eng_logo
ბაია გადაბაძე: რეესტრს ვაცნობე, რომ არ მოხდეს გაჩეჩილაძის დარეგისტრირება
- +

15 თებერვალი. 2016. 12:24



„მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრს კიდევ ერთხელ მიმართა.



გადაბაძე საჯარო რეესტრს ამჯერად ინფორმაციას აწვდის, რომ სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი „მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმის გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.



პარასკევს, სამუშაო საათების ამოწურვამდე 3 წუთით ადრე, ირაკლი კორძახიამ რეესტრში შეიტანა სასამართლოს პირველადი განჩინება, რომლის მიხედვითაც, ჩემი მოთხოვნა კრების ოქმის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ეს ძალიან კარგად იცის რეესტრმა და მეორე ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ელოდება. პირველადი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და რეესტრს სწორედ ეს ვაცნობე, რომ არ მოხდეს გაჩეჩილაძის დარეგისტრირება, რადგან საჩივარი მაქვს დაწერილი მეორე ინსტანციაში", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner