ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილის ყოფილი მეუღლე იუნა შაფათავა აცხადებს, რომ ლევან მექვაბიშვილსა და ალექსი პეტრიაშვილს შორის, სავარაუდოდ, ჩვეულებრივ თბილისურ გარჩევას ჰქონდა ადგილი.
„ლევან მექვაბიშვილს ვახასიათებ დადებითად. ის არის ძალიან კარგი სპორტსმენი, მოკრივე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.
ვიცი, რომ ერთადერთხელ, 2011 წელს იყო დაკავებული. მას შემდეგ, რაც დავშორდით, მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს.
მთავარია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია. საკითხს შორიდან რომ შევხედოთ, მიუკერძოებლად, ჩვეულებრივი თბილისური გარჩევა იყო, სხვას ვერაფერს გეტყვით. გასაკვირი ამაში არაფერია. კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ კიდეც, ჩვეულებრივი კაცური გარჩევა იყო", - განაცხადა იუნა შაფათავამ