logo_geo
eng_logo
ფარნაოზ ჭკადუა: „სირცხვილიამ“ 200 ათასი ლარი მიიღო 2020 საპარლამენტოზე რეგიონებში სასიარულოდ და ხალხთან შესახვედრად...ზუსტად სამ დღეში უკან გამოაგდო ხალხმა
- +

13 ივნისი. 2022. 16:04

 

 

„ამ პიჟონებმა ავტობუსი იქირავეს და კახეთში ჩავიდნენ…სასტუმროც იქირავეს და ზუსტად სამ დღეში უკან გამოაგდო ხალხმა. მერე თქვეს, რომ დავიღალეთ და დაბრუნდნენ თბილისში“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ფარნაოზ ჭკადუა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონებში სასიარულოდ და ხალხთან შესახვედრად მოძრაობა „სირცხვილიას“ დაფინანსებაზე.

 

„ანწუხელიძის მაგინებელმა შოთა დიღმელაშვილმა და ნოდარ რუხაძემ ანუ „სირცხვილიამ“ 200 ათასი ლარი მიიღო 2020 საპარლამენტოზე რეგიონებში სასიარულოდ და ხალხთან შესახვედრად. ამ პიჟონებმა ბუსი იქირავეს და კახეთში ჩავიდნენ… 4* სასტუმროც იქირავეს და ა.შ. ზუსტად სამ დღეში უკან გამოაგდო ხალხმა. მერე თქვეს, რომ დავიღალეთ და ხალხიც დედისთრაკს გვახურავს თავზე და დაბრუნდნენ თბილისში. ფულის დიდი ნაწილი კი გაჯიბეს ბიჭებმა. P.S თბილისის ცენტრის იქით ყველა სახეში აფურთხებს და ამ კუტოკს აბარებთ აქციას და ევროპის გზას?!“ - წერს ფარნაოზ ჭკადუა ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner