logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჯერი ევროკავშირზეა
- +

13 ივნისი. 2022. 16:06

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და რეზოლუციასთან დაკავშირებით, მედიის მხრიდან დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ საქართველო.

 

„პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო - საქართველო. გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჯერი ევროკავშირზეა. ჩვენი მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას ამ საპატიო სტატუსის მისაღებად. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს ეყოფათ პოლიტიკური ნება საქართველოს დაუფასონ ის რეფორმები და ის დემოკრატიის ხარისხი, რაც გამოიხატება მათ პოლიტიკურ ჟესტში. შემდეგ, უკვე დაიწყება კიდევ უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner