logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე დღის წინ მიიღეს ევროპარლამენტში რეზოლუცია, ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია; ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- +

13 ივნისი. 2022. 16:14

 

 

„ასევე ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მინდა ასეთი რამ შევახსენო. ახლა, რამდენიმე დღის წინ მიიღეს ევროპარლამენტში რეზოლუცია. ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც ეძახიან EPP-ის. ვინ არის ეს პარტია, ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

 

„გახსოვთ, რომ პარლამენტში ვთქვი და ღიად დავდე ბრალი პირდაპირ, რამდენიმე გვარიც გავაჟღერე, ვთქვი, რომ ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ საუბარი არ არის მთავრობაზე და მმართველ გუნდზე, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ავრცელებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილეთ მორიგი მტკიცებულება, ასეთი უპასუხისმგებლო, სამარცხვინო  რეზოლუციის მიღებით, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც ვთქვი და რაც ჩვენმა გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს. ერთის მხრივ, გამოვიდნენ და შეიცხადა ყველამ - როგორ გვაკადრებთ ამას და  როგორ ვიკადრებთ, თუმცა არ უკადრებიათ, თუ რა? გახსოვთ, რომ როდესაც უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლის ჩოქებზე დადიოდნენ ევროპაში, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, ანუ დაესაჯათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ახლა მოახერხეს და რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ არა, ამის ილუზია არავის აქვს, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, რომ როლი შეასრულეს და გამოიყენეს მათი ეს განცხადებები და საბაბად, ეს საშინელებები, რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, მართლაც სამარცხვინო ბრალდებები, არის ამათი მიწოდებული ე.წ. ფაქტები და მტკიცებულებები“ , -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner