logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ბედუკაძეს არანაირი კავშირი არ ჰქონია არც ბიძინა ივანიშვილთან, არც „ოცნებასთან““
- +

17 აგვისტო. 2016. 00:55


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ცენტრისტების" წევრის, ვლადიმერ ბედუკაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ბედუკაძეს „ქართულ ოცნებასთან" არასდროს უთანამშრომლია.



„რატომ ცდილობს მავანი, ბედუკაძე ოცნებას მიაწებოს? ვინც ამას აკეთებს იმან ხომ ყველაზე კარგად იცის, რომ ბედუკაძეს არანაირი კავშირი არ ქონია არც ბიძინა ივანიშვილთან არც ოცნებასთან და ის რა კადრებიც მან გამოიტანა, ყველამ ვიცით სადაც და ვისთან მიიტანა!

 

ჯერ იმას ეცადნენ რომ ერთი წლის წინ კვესიტაძის შოუ დაედგათ და ჩემი და ბედუკაძის ფეიკი შექმნეს, თითქოს ამით რაღაც კავშირს ეძებდნენ, ეს ჩაუფლავდათ, ახალა ახალი ვერსიები ითხვზება, არაფერი გამოგივათ არავის!

 

ბედუკაძემ ნამდვილად გამოიტანა ის კადრები, მაგრამ ის კადრები მას ოცნებისთვის არ გადაუცია!"- წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner