თსუ-ს საერთო საცხოვრებელში, როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, ათეულობით ადგილია თავისუფალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს, რომლებიც გამოცდის ჩაბარებას ონლაინ იმიტომ ითხოვენ, რომ, თბილისში ცხოვრების საშუალება არ აქვთ, შეუძლიათ ამ საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
მათივე ინფორმაციით, სტუდენტებს საერთო საცხოვრებლით სარგებლობა მხოლოდ საგამოცდო პერიოდშიც შეუძლიათ.
„საცხოვრებელში ლისზე (სადაც კარგი პირობებია) არის ათეულობით ადგილი… მე სახლში არ მაქვს ისეთი პირობები, როგორიც ლისზეა… არ მაქვს ! სარემონტო 3 ოთახიაში ვცხოვრობ. აცხოვრებთ თქვენს შვილს საერთო საცხოვრებელში – მეკითხებიან და დიახ, ვაცხოვრებ !” – წერს ნატა ასათიანი სოცილაურ ქსელში.