„ორი რჩევა ქართველი ამომრჩევლისთვის"- გელა ზედელაშვილი საზოგადოებას ურჩევს:
„1. არასოდეს მისცეთ ხმა და საერთოდ არ დაელაპარაკოთ დეპუტატობის იმ კანდიდატს, რომელიც თქვენთან მოვა მზის შავი სათვალით და ისე დაგიწყებთ საუბარს;
2. არასოდეს მისცეთ ხმა და საერთოდ არ დაელაპარაკოთ დეპუტატობის იმ კანდიდატს, რომელიც საუბარს დაიწყებს და შემდეგ ხშირად გაიმეორებს სიტყვებს: „მე მინდა".
კარგად დაიმახსოვრეთ, პირველი აფერისტია, მეორე - თვითკმაყოფილი „ბალვანი".