logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: ვლადიმირ პუტინმა სურსათის საკითხი იარაღად აქცია
- +

13 ივნისი. 2022. 19:42

 

 

სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრისას სურსათის საკითხი იარაღად აქცია.

ჯონ კირბის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და პარტნიორი ქვეყნები მუშაობენ საექსპორტო ბლოკადის დასაძლევად, რომელიც გლობალურ დონეზე სურსათის დეფიციტს იწვევს.

„პუტინმა იარაღად აქცია სურსათი და ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან და გაეროსთან, რათა ვიპოვოთ გზები, რომ შევძლოთ მარცვლეულის გატანა ბაზრებზე“, - აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა.

კირბიმ აღიარა, რომ რუსეთის საექსპორტო ბლოკადას გლობალური გავლენა ექნება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner