logo_geo
eng_logo
GORBI: რესპონდენტთა 69,8% ეთანხმება მთავრობის პოზიციას, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს
- +

13 ივნისი. 2022. 20:51

 

 

„ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან მისი განცხადებით, ეს სანქციები ვერ დააზარალებდა რუსეთს, თუმცა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქართულ ეკონომიკას და მოსახლეობას. ეთანხმებით თუ არა ამ ნაბიჯს? GORBI-ის მიერ დასმულ ამ შეკითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა:

 

ეთანხმება: 69,8%

არ ეთანხმება: 27,1%

არ ვიცი/უარი პასუხზე: 3,1%

 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ" ჩაატარა. 2022 წლის 2 დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner