logo_geo
eng_logo
GORBI: რესპონდენტთა 66,2% არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის თხოვნას, რომ დასავლეთმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“
- +

13 ივნისი. 2022. 21:00

 

 

GORBI: რესპონდენტთა 66,2% არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის თხოვნას, რომ დასავლეთმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს

„გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ეთანხმებით?

შედეგები ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 28,9% ეთანხმება; 66,2% არ ეთანხმება; 4,9% ამბობს, რომ არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner