მასშტაბური სახალხო დღესასწაული მიეძღვნა ლენტეხის სოფელ ფაყში სულთმოფენობას, რომელსაც ადგლობრივი დღესასწაული სკალდობაც დაემთხვა. ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს სვანურ ჭიდაობა მარკლანში, ასევე, დოღში, ცხენით ჯირითსა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ. ყველა ტურნირში გამარჯვებული ფულადი და სხვა პრიზებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დააჯილდოვა, ხლო დოღში გამარჯვებულს კვიცი აჩუქა. იოსებ ტყემალაძე ლენტეხში სპეცალური მისიით - ადგილზე რაგბის განვითარების პროგრამის წარსადგენად ჩავიდა, დაათვალიერა ლენტეხის რაგბის სტადიონი, სადაც ამჟამად წვრთნას 16 წლამდე ასაკის აღსაზრდელები გადიან და განაცხადა, რომ კავშირის მიერ მოზდული დაფინანსებით ლენტეხში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, ტრიბუნები , სათანადო სავარჯიშო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა აშენდება. იოსებ ტყემალაძის თქმით, ლენტეხში რაგბის განვითარებას ხელს ამ სპორტის გულშემატკივარი, მერი გია ონიანი უწყობს რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.
„როგორც კი ახალი სტადიონი გვექნება, დავნიშნავთ შიდა საუბნო ტრანსპორტს ყველა თემში და მსრუნე ბავშვებს მთელი მუნიციპალიტეტიდან მოვიზიდავთ და ჩავაბამთ რაგბში, დარწმუნებული ვარ, სვანეთი თავის სიტყვას იტყვის მალე ამ სპორტში“ - განაცხადა გია ონიანმა.
„დიახ, აქ გაზრდილმა ბავშვებმა უნდა მოიგნ მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში“ - დასძინა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, მისივე თქმით, ადგილობრივ კურორტ მუაშში სარაგბო სპორტული ბაზაც მოეწყობა.