უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მარიუპოლი რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლდება, როგორც ეს 2014 წელს მოხდა.
„მარიუპოლის პრორუსი ტერორისტებისაგან გათავისუფლების მერვე წლისთავზე ჩვენ ისევ ვიბრძვით მარიუპოლისა და მთელი უკრაინისთვის. როგორც მაშინ, 2014 წელს, მარიუპოლი ისევ თავისუფალი იქნება. უკრაინის დროშა დაბრუნდება ისევე, როგორც ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც მოვიდნენ ოკუპანტები, რადგან ეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხია!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.